ProZ.com global directory of translation services
 The translation workplace
Ideas

 
Pages in topic:   < [1 2]
User
Thread poster: -Lika-
ქართული თარგმანის ფასი

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 10:40
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
გამარჯობა, მახო! May 18, 2011


maxo127 wrote:
იდეას რაც შეეხება, მთავარი იდეაა ინფორმირებული ვიყოთ. მე მაგალითად 0,04 ცენტი მაქვს "დეკლარირებული" და თან შეშინებული ვიყურები ვინმემ ქვა არ მესროლოს მეთქი


ქვა ვინ უნდა გესროლოთ, ვინც უფრო ძვირად თარგმნის თუ უფრო იაფად? მე $0.12-ზე დაბლა არასოდეს ჩამოვდივარ, მაგრამ ქვების სროლას არ ვაპირებ. ყველამ თავისი საქმე იცის



ეს კი იმიტომ რომ არა მაქვს წყარო ბაზრის რეალური მდგომარეობის გასაცნობად. ეს ჩემი ბიზნესი არ არის (მე მარტო ძალიან "ეგზოტიკურ" რაღაცებს ვთარგმნი, ძირითადად ტექნიკურს), არც ნაცნობების წრე მყავს, ვისგანაც გავიგებდი.

წყაროდ ეს საიტი გამოდგება. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი რა ფასებს ადებს თარგმანს. ეს ფორუმიც ინფორმაციის გასაზიარებლადაა და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება, ქართული ენა უკვე ეგზოტიკაა მსოფლიო ენების თვალსაზრისით და მისი ფასი საშუალო საერთაშორისო ფასზე მაღალი უნდა იყოს, თუმცა, რეალურად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენს შორის ბევრს უჭირს ნორმალური ფასის დადება საკუთარ შრომაზე და ფასების დაგდებას იწვევს. ამის შედეგად, სხვა ქვეყნები იღებენ თარგმანს წესიერ ფასად და ჩვენ მიზერულ ფასად გვამუშავებენ.



მე მგონი არ იქნება წესების დარღვევა ერთმანეთს ღიად გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ფასებისა და კრიტერიუმების შესახებ (იმედია ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არ დავარღვევთ ამით)). გავაკეთოთ ასე და დარეგულირებაც ეგ იქნება ფასების.

თუ არადა სადმე სხვაგან შეგვიძლია მოვიყაროთ თავი, სადაც ვერავინ ვერაფერს დაგვიშლის. იმავე თბილისის ფორუმზე, ან მეცა მაქვს ფორუმი ჩემს საიტზე, და ა. შ.

ჩვენ ბევრჯერ შევიკრიბეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შედეგიანი იყო ეს შეხვედრები. შეგვიძლია კიდევ ვცადოთ. მე იმედს მაინც არ ვკარგავ.



მე მაქვს პატარა კალკულატორი ექსელზე, რომლითაც ვითვლი ფასებს, მარა აქ ვერ გავიგე ფაილი როგორ მივაბა, თან ეს ფორუმი რატომღაც პორტუგალიურად აჩვენებს ჩემთან და მაგის რკვევის თავი არა მაქვს ეხლა

ფაილის მიბმის ფუნქცია აქ მართლაც არ გვაქვს... ენის შეცვლა კი საიტის ქვედა მარჯვენა კუთხეში შეიძლება. საინტერესოა პორტუგალიურად რატომ აჩვენებს? საიტი IP-ს ცნობს და ენას ავტომატურად ირჩევს, თუ მომხმარებელს თვითონ არ აქვს არჩეული საიტის ენა.


Direct link Reply with quote
 

maxo127
Georgia
Local time: 10:40
English to Russian
+ ...
სალამი ნინო, სალამი მაია May 19, 2011

ქვების სროლაში კლიენტებს ვგულისხმობდი, არა მთარგმნელებს. მე ნამდვილად მებევრა ეგ 0.04–ც, ეგეც იმიტომ "გავბედე" რომ ადრე თვითონ შემომთავაზა ეგ ფასი ერთმა ფირმამ (მარა მერე დაიკარგნენ), თან საზიზღარი თემა იყო (ბირთვული ფიზიკა და რადიაციული უსაფრთხოება), თან ინდიზაინში უნდა გამეკეთებინა.

ოკ აწი მეცოდინება, თქვენ გაიხარეთ, მართლა რატომ არ უნდა დააფასო კაცმა შენი შრომა, ეგაა რომ ბაზარიც უნდა იცოდე. რადგან არის საშუალება, ვნახავ ფასებს და იმის მიხედვით გავაკეთებ. დიდად არა ვარ მაინცდამაინც თარგმანებზე დამოკიდებული და მართლა რატომ უნდა მივცე საშუალება სხვისი ნახევარი მიხადონ. მოკლედ, კარგი ამბავია



ჩვენ ბევრჯერ შევიკრიბეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შედეგიანი იყო ეს შეხვედრები. შეგვიძლია კიდევ ვცადოთ. მე იმედს მაინც არ ვკარგავ.

მე ქსელში შეხვედრას ვგულისხმობ, რეალში ძნელია რა თქმა უნდა. შედეგიანი კი რატომ არ უნდა იყოს – ჩვენ ხომ შევთანხმდებით ან, მინიმუმ გვეცოდინება შეთანხმებული ფასები და მთავარიც ეგაა. ჩემმა ყოფილმა კლიენტმა ვინმეს რომ შესთავაზოს და მან 0,12 უთხრას, ის ხომ ეტყვის – აგერ კაცი 0.04–დ მითარგმნიდაო, და ეს არ უნდა მოხდეს. თუ ვინმე რაიმე მიზეზით მაინც გადაწყვეტს იაფად გაუკეთოს, ის მაინც რომ უთხრას, რეალურად ამის ფასი 0.12–ია, მარა მე გაგიკეთებ ამდენადო, ეგეც კარგი იქნება.

ენა კი გადავრთე, დღეს თავიდან ერთი გვერდი რუსულად გაიხსნა, მეორე უკრაინულად.
კი ეტყობა რომ პოლიგლოტების საიტია, მარა რამე პოლიტიკური სიახლეები ხომ არ არის ნეტა?


Direct link Reply with quote
 
Pages in topic:   < [1 2]


To report site rules violations or get help, contact a site moderator:

Moderator(s) of this forum
Maya Gorgoshidze[Call to this topic]

You can also contact site staff by submitting a support request »

ქართული თარგმანის ფასი






PerfectIt consistency checker
Faster Checking, Greater Accuracy

PerfectIt helps deliver error-free documents. It improves consistency, ensures quality and helps to enforce style guides. It’s a powerful tool for pro users, and comes with the assurance of a 30-day money back guarantee.

More info »
SDL Trados Studio 2011 Starter Edition
Discover Studio 2011 for only 99€ per year!

SDL Trados Studio 2011 Starter Edition is the new low cost entry-level version of the leading translation memory software. This version is ideal for part-time translators and is a subscription based product. Follow the link to buy or learn more.

More info »