Mobile menu

მანქანური თარგმანი და თარგმანის ელექტრონული ხელსაწყოები
Thread poster: Mariam Nodia
Mariam Nodia
Local time: 10:15
Norwegian to Georgian
+ ...
May 30, 2008

ყველას მოგესალმებით,
ერთი კითხვა მაქვს: თარგმანის ელექტრონული ხელსაწყოებით სარგებლობთ? (Trados, wordfast, de ja vu და ა.შ)
რომელ მათგანს ანიჭებთ უპირატესობას, რომელი ხელსაწყოს გამოყენებას ურჩევდით კოლეგებს და რატომ?
წინასწარ მადლობა
მარიკა

[Edited at 2008-05-30 23:07]

[Edited at 2008-05-30 23:11]


Direct link Reply with quote
 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:15
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
გამარჯობა, მარიამ May 31, 2008

რამდენადაც ვიცი, ქართულ ენაზე მანქანური თარგმანის შესასრულებელი პროგრამული უზრუნველყოფა ჯერჯერობით არ არსებობს, ან მე არ გამიგია მისი არსებობის შესახებ. აქვე განვმარტავ, თუ რა იგულისხმება მანქანურ თარგმანში - ეს არის ელექტრონული თარგმანი ლექსიკონისა და დაპროგრამებული გრამატიკის გამოყენებით. ასეთი თარგმანი საკმაოდ გაუმართავია და იგი მხოლოდ ზოგადი აზრის გამოსატანად თუ გამოდგება.

რაც შეეხება თარჯიმანთათვის განკუთვნილ დამხმარე პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორიცაა Trados, wordfast, de ja vu და ა.შ, ეს პროგრამები შექმნილია თარჯიმანთა მუშაობის გასამარტივებლად, განსაკუთრებით ისეთი მასალის შემთხვევაში, რომელშიც ფრაზები ხშირად მეორდება, სრულად ან ნაწილობრივ მაინც. ძირითადად, მაგრამ არა ყოველთვის, მას ლოკალიზაციის პროგრამებში იყენებენ. ამ დამხმარე პროგრამების მეშვეობით თარჯიმანი თვითონ ქმნის მონაცემთა საკუთარ ბაზას, რომელში მუშაობის დროსაც სისტემა იმახსოვრებს ფრაზებსა და მათ თარგმანს და მათი გამეორების ან ნაწილობრივი გამეორების შემთხვევაში აჩვენებს, რომ ასეთი ფრაზა უკვე იყო და ასე გადათარგმნა თარჯიმანმა. თუ გამეორება ნაწილობრივია, ფრაზებში მონიშნულია განსხვავებები, რათა თარჯიმანს გაუმარტივდეს შესაბამისი ცვლილების შეტანა. გარდა ამისა, ეს პროგრამები საშუალებას იძლევა მოიძებნოს, თუ როგორ იყო გადათარგმნილი ტექსტში გარკვეული ტერმინები, რომ დაცული იყოს მათი ერთნაირად გამოყენება მთელ დოკუმენტში.

პირადად მე რამდენიმე ასეთი პროგრამა მაქვს, მაგრამ ყველსაზე ხშირად Trados-ის გამოყენება მიხდება, რადგან ის უფრო მეტად პოპულარულია ჩემს კლიენტებში. ეს საკმაოდ კარგი პროგრამაა, სხვა პროგრამებთან შედარებით, თუმც უპირატესობას მაინც SDLX-ს მივანიჭებდი, რადგან უფრო მოხერხებული ინტერფეისი აქვს.

კეთილი სურვილებით,
მაია


Direct link Reply with quote
 
Sandro C  Identity Verified
Local time: 13:15
English to Georgian
+ ...
Omega T Jun 25, 2008

მაიამ ამომწურავი ინფორმაცია მოგცა, როგრც ყოველთვის. მე მხოლოდ ერთი რამის დამატება შემიძლია - არსებობს უფასო პროგრამები, რომლის ჩამოტვირთვაც არ წარმოადგენს პრობლემას და მათი ათვისება ადვილია. მე პირადად ვიყენებ Omega T-ს თუ ტექსტი ბევჯერ მეორდება ,მაგრამ საერთოდ უმანქანო და უპროგრამო თარგმანს ვანიჭებ უპირატესობას...

Direct link Reply with quote
 

-Lika-
Georgia
Local time: 13:15
English to Georgian
+ ...
CAT-პროგრამები Aug 5, 2008

არა მგონია ტერმინი ”თარგმანის ელექტრონული ხელსაწყოები" კორექტული იყოს.

ამას CAT-პროგრამებს, ან ”თარჯიმანთა დამხმარე პროგრამულ უზრუნველყოფას” უწოდებენ.

პირადად მე, SDL Trados-ს ვიყენებ. მაიასაც ეს ვერსია აქვს და ძალიან დამეხმარა ამ ბოლო დროს პროგრამის ბევრი ფუნქციის გარკვევაში. დიდი მადლობა ამისვის, მაია! ტრადოსი ისე შემიყვარდა, რომ ყველაფერს ამ პროგრამით ვაკეთებ, თუ ამის შესაძლებლობას სათარგმნი ფაილის ფორმატი იძლევა, ანუ თუ დასკანერებული არ არის.

მოკითხვებით,
ლიკა

[შესწორების თარიღია 2008-08-05 08:37]


Direct link Reply with quote
 

maxo127
Local time: 13:15
English to Russian
+ ...
ტრადოსი ფასიანი გაქვთ? May 18, 2011

თუ უფასოს (სრულფუნქციაურის) ლინკი გეგულებათ იქნებ არ დაიზაროთ? მე კი გადმოვქაჩე და ორიოდ პროექტიც გავაკეთე, მარა უღმერთოდ ურევდა და არ ვიცი დისტრიბუტივის ბრალია, არ ვიცი ჩემი.

ერთი შეკითხვა მაქვს და აქვე ვიკითხავ ბარემ: ეს შემკვეთები გვერდნახევრიანი დოკუმენტების კატ–ებით თარგმნას რომ ითხოვენ, მოდაა ეგეთი თუ უბრალოდ დაკოპირებულ ტექსტებს აგზავნიან? გქონიათ ეგეთი შემთხვევა?
რაღაც მურაბების ეტიკეტების თარგმნა უნდოდათ და გინდა თუ არა ტრადოსშიო, პრიკოლია ეგეთი თუ რა?


Direct link Reply with quote
 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:15
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
გამარჯობა, მახო! May 18, 2011

ტრადოსი ფასიანი პროგრამაა და მხოლოდ ნორმალურად ნაყიდი ტრადოსი მუშაობს ბოლომდე გამართულად. ჩვენ უფლება არ გვაქვს გამოვიყენოთ ან ვახსენოთ გატეხილი ვერსიები, მაგრამ ასეთი ვარიანტების გამოყენება ადრე თუ გვიან პრობლემას მაინც აჩვენებს.

რაც შეეხება კატ-ების მოთხოვნას, აქ მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს - კლიენტი ყოველთვის მართალია და პროექტი ისე უნდა შესრულდეს, როგორც მას სურს. პირადად ჩემთვის, მხოლოდ ერთი წინადადების თარგმანიც კი უთხოვიათ ტრადოსით

კეთილი სურვილებით,
მაია


Direct link Reply with quote
 

maxo127
Local time: 13:15
English to Russian
+ ...
ჰოო, სამწუხაროდ ეგრეა. May 19, 2011

არადა არ გინდა 700 ევრო მიათხლიშო ეხლა მაგაში და ელოდო მერე კლიენტი როდის გამოჩნდება

ჩინელები დამპირდნენ რაღაც ჩინურ ანალოგს, ზუსტად იგივე იქნება, ვერც კლიენტი და ვერც მომხმარებელი ვერ გაარჩევს საბოლოო პროდუქტსო. ვნახოთ რა იქნება. არა აქვთ ჯერ თარგმნილი ინტერფეისი.

ისე საინტერესოა – მართალია თუ არა კლიენტი, რომელიც გიმტკიცებს, მართალი არა ვარო?


Direct link Reply with quote
 


To report site rules violations or get help, contact a site moderator:

Moderator(s) of this forum
Maya Gorgoshidze[Call to this topic]

You can also contact site staff by submitting a support request »

მანქანური თარგმანი და თარგმანის ელექტრონული ხელსაწყოები

Advanced search






CafeTran Espresso
You've never met a CAT tool this clever!

Translate faster & easier, using a sophisticated CAT tool built by a translator / developer. Accept jobs from clients who use SDL Trados, MemoQ, Wordfast & major CAT tools. Download and start using CafeTran Espresso -- for free

More info »
SDL Trados Studio 2017 Freelance
The leading translation software used by over 250,000 translators.

SDL Trados Studio 2017 helps translators increase translation productivity whilst ensuring quality. Combining translation memory, terminology management and machine translation in one simple and easy-to-use environment.

More info »



All of ProZ.com
  • All of ProZ.com
  • Term search
  • Jobs