ProZ.com global directory of translation services
 The translation workplace
Ideas

 
User
Thread poster: Maya Gorgoshidze
ერთი რჩევა, სანამ ენდობით ზოგიერთ ”კლიენტს”

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 10:43
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
Oct 8, 2008

მოგესალმებით ყველას,

მსურს ჩემი დღევანდელი გამოცდილება გაგიზიაროთ.

რამდენიმე დღის წინ ერთი ”პოტენციური კლიენტი” დამიკავშირდა და რეგულარული სამუშაო შემომთავაზა, დღეს კი მესინჯერით დამიკავშირდა ”ინტერვიუსთვის” და მისგან რაღაც პროგრამის შეძენა მთხოვა, რომლითაც უნდა შესრულდეს მისი პროექტები. მე ჭვი შემეპარა და ვთხოვე პროგრამის საფასური სამუშაოს ანაზღაურებიდან ჩამოჭერი-მეთქი. ნაწილი მაინც უნდა გადაიხადო წინასწარო - ასე მიპასუხა. საიტის წესებს ვერ დავარღვევ და ვერ დავასახელებ ვინ იყო, მაგრამ შესაძლებელია რომელიმე თქვენგანს უკვე დაუკავშირდა. მინდა ვთქვა, რომ ეს ”კომპანია” და მისი საკონტაქტო პირი Blue Board-ში არ არის.

ერთ-ერთმა თარჯიმანმა დაგუგლა და მოძებნილი ფორუმი მიმითითა, სადაც აშკარად ჩანს, რომ ეს პიროვნება თაღლითია. სამწუხაროდ, საიტის წესები არც ამ ბმულის დადების საშუალებას მაძლევს, მაგრამ თქვენც იოლად იპოვნით, რადგან მარტივად იგუგლება. ამრიგად, თუ ვინმე დაგიკავშირდებათ მსგავსი თხოვნით, გირჩევთ შეამოწმოთ.

კეთილი სურვილებით,
მაია


Direct link Reply with quote
 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 10:43
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
TOPIC STARTER
კიდევ ერთი რამ Mar 8, 2011

კიდევ ერთ პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ

რამოდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ ასეთი ფორმით: გამომგზავნის სახელი იყო კარგად გადამხდელი რეალური კომპანია, ელ.ფოსტის მომხმარებლის სახელი ამ კომპანიის სახელს ჰგავდა, ხოლო დომენი იყო გუგლის უფასო ფოსტა, ანუ გამომგზავნის მისამართს ჰქონდა ასეთი ფორმა: კარგიკომპანია@უფასოფოსტა.ქომ

წერილის შინაარსი საქმიან შეთავაზებას ჰგავდა, ხოლო როცა ვთხოვე სრული მისამართი გამოეგზავნა და ბოდიშის მოხდით მივუთითე, რომ ამას იმიტოვ ვთხოვდი, რომ წერილი უფასო დომენიდან იყო გამოგზავნილი, მათგან პასუხი აღარ მიმიღია. დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ.

გისურვებთ უსაფრთხოდ მუშაობას,
მაია


Direct link Reply with quote
 


To report site rules violations or get help, contact a site moderator:

Moderator(s) of this forum
Maya Gorgoshidze[Call to this topic]

You can also contact site staff by submitting a support request »

ერთი რჩევა, სანამ ენდობით ზოგიერთ ”კლიენტს”






Wordfast Pro 3.0
Changing the face of translation memory

Exclusive discount for ProZ.com users! Save over 13% when purchasing Wordfast Pro 3.0 through ProZ.com. Wordfast is the world's #1 provider of platform-independent Translation Memory software. Consistently ranked the most user-friendly and highest value

More info »
Déjà Vu X2
Enjoy 20% off!

DVX2 Professional is the most popular version of Déjà Vu X2 and with good reason. Fast and flexible, Déjà Vu X2 Professional combines Atril’s Intelligent Quality technology with an array of powerful, customisable productivity and quality assurance

More info »