Mobile menu

Pages in topic:   [1 2] >
ეს უკვე აუტანელი ხდება
Thread poster: Levan Namoradze

Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 21:29
Member (2005)
English to Georgian
+ ...
Oct 2, 2007

ეს უკვე აუტანელი ხდება!!! ქართული დაწესებულებებიდან (არ ვასახელებ კონკრეტულ სამინისტროებს, სასამართლოებს და ა.შ) და სააგენტოებიდან (არც აქ ვასახელებ) მოდის გაუნათლებელი და ენის (როგორც ინგლისური, ისე ქართული) უცოდინარის ”ნაწერი”. რა უბედურებაა?!!! ”კოლეგებო”, წაბრძანდით და მიიღეთ ეს ოხერი განათლება!!! ან ნუ იღებთ საკუთარ თავზე სამუშაოს, რომლის შესრულებაც არ შეგიძლიათ!!!

Direct link Reply with quote
 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 21:29
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
”გულს იფხან”? Oct 2, 2007

ლევან, აქ ამის დაწერას რა აზრი აქვს, ჩვენს მეტი მაინც არავინ შემოდის. ნუთუ გგონია, რომ ამ ”შედევრების” შემქმნელი ამას წაიკითხავს, შეეშინდება და განათლების მისაღებად გაქანდება?

ეს ფორუმი მაინც რომ იყოს ცოცხალი, ცოტათი უფრო მეტად შევძლებდით პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ნამდვილად არ გვაკლია


Direct link Reply with quote
 

Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 21:29
Member (2005)
English to Georgian
+ ...
TOPIC STARTER
... Oct 2, 2007

არა, მართლა აღარ შემიძლია რა!!! აუტანელია ეს ნაცნობობით თუ სხვაგვარად სამსახურში მიღებული ხალხი!!! თან ხომ იცი რა სფეროზეც ვწერ...

Direct link Reply with quote
 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 21:29
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
გეთანხმები Oct 2, 2007

გეთანხმები, ყველა სფერო მნიშვნელოვანია, მაგრამ იურიდიული და სამედიცინო ტექსტების არასწორედ თარგმნას შეიძლება ძალზე მძიმე შედეგი მოჰყვეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა ძალზე უცხოა

Direct link Reply with quote
 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 21:29
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
კომენტარის გარეშე Oct 20, 2007

მაგალითის სახით, მხოლოდ ორი ნაწყვეტი პროგრამული უზრუნველყოფის უკვე გადათარგმნილი, შესწორებული და დამტკიცებული სტრიქონებიდან, რომელიც სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში:

Clear cookies - შეჭამე ყველა ნამცხვარი

Recommend friend - ჩახედე მეგობარს თვალებში

და სხვა მსგავსი ...


Direct link Reply with quote
 

-Lika-
Georgia
Local time: 21:29
English to Georgian
+ ...
”მარგალიტები”? Oct 29, 2007

Maya Gorgoshidze wrote:

Clear cookies - შეჭამე ყველა ნამცხვარი
Recommend friend - ჩახედე მეგობარს თვალებში

და სხვა მსგავსი ...


მაია, ვიცი რომ აქ ვერავის დაასახელებთ. მაგრამ ავტორი იცით?

ერთი უცნაური რამ უნდა გითხრათ. რამდენიმე დღის უკან ხელით ნაწერი დასკანერებული თარგმანის კომპიუტერზე აწყობა მთხოვეს. თარჯიმანი, რომელსაც შესანიშნავი თარგმანი ჰქონდა, ამას ვერ ახერხებდა....


Direct link Reply with quote
 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 21:29
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
:-) Oct 30, 2007

-Lika- wrote:
მაია, ვიცი რომ აქ ვერავის დაასახელებთ. მაგრამ ავტორი იცით?


ლიკა, არ ვიცი და არც ვეცდები გავიგო. ეს მე არაფერს მომცემს. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ კარგად მოვიქეცი აქ რომ დავწერე, რადგან ალბათ ძალიან მოსწონს თავისი ”მიგნებები”. მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ არავინ დაბადებულა დიდი ცოდნით და ასეც ხდება...

-Lika- wrote:
ერთი უცნაური რამ უნდა გითხრათ. რამდენიმე დღის უკან ხელით ნაწერი დასკანერებული თარგმანის კომპიუტერზე აწყობა მთხოვეს. თარჯიმანი, რომელსაც შესანიშნავი თარგმანი ჰქონდა, ამას ვერ ახერხებდა....


თუ ეს ის პიროვნებაა, ვიზეც მე ვფიქრობ, მგონი ადრე ერთხელ მის ნათარგმნს მეც მივეცი ელექტრონული ფორმა. საკმაოდ რთული ტექნიკური ტექსტის თარგმანი მართლაც ბრწყინვალედ იყო შესრულებული...

სხვათა შორის, ამ საიტზე ვნახე ერთი გერმანელი თარჯიმანი, რომელიც აქტიურად მუშაობს კომპიუტერით, ფორუმებშიც იღებს მონაწილეობას, ორი სტატიაც აქვს საიტზე გამოქვეყნებული და თან ისე მუშაობს, რომ ვერც კი მიხვდები რომ ბრმაა.


Direct link Reply with quote
 

Salome Tkhelia
Georgia
Local time: 21:29
English to Georgian
+ ...
იმედია, მომავალში ჩვენი ფორუმი ... Dec 26, 2007

Maya Gorgoshidze wrote:

ლევან, აქ ამის დაწერას რა აზრი აქვს, ჩვენს მეტი მაინც არავინ შემოდის. ნუთუ გგონია, რომ ამ ”შედევრების” შემქმნელი ამას წაიკითხავს, შეეშინდება და განათლების მისაღებად გაქანდება?

ეს ფორუმი მაინც რომ იყოს ცოცხალი, ცოტათი უფრო მეტად შევძლებდით პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ნამდვილად არ გვაკლია



იმედია, მომავალში ჩვენი ფორუმი საკმაოდ აქტიური გახდება, და ჩვენი შენიშვნები სათანადო ყურამდე მივა. ჩვენს ხელშია ამ ფორუმის გააქტიურება. მე პირადად ძალიან მესიამოვნა ქართველ თარჯიმანთა ფორუმის აღმოჩენა.

გილოცავთ ახალ წელს

[Edited at 2007-12-27 06:38]

[Subject edited by staff or moderator 2007-12-27 06:45]


Direct link Reply with quote
 
katerina_geo
Georgian to Spanish
mogesalmebit Mar 11, 2008

exla cavikitxe tqveni autaneli ambebi. miziareb, namdvilad ase xdeba dges saqartveloshi.. aseti situaciaaa da uaresobisken mivdivart.

Direct link Reply with quote
 

Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 21:29
Member (2005)
English to Georgian
+ ...
TOPIC STARTER
მართალია Mar 17, 2008

მართალია, სწორედაც რომ უარესობისაკენ...

Direct link Reply with quote
 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 21:29
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
მოგესალმებით, კატერინა :-) Mar 17, 2008

katerina_geo wrote:

exla cavikitxe tqveni autaneli ambebi. miziareb, namdvilad ase xdeba dges saqartveloshi.. aseti situaciaaa da uaresobisken mivdivart.


ქართულ ფორუმს გადავხედე და მართლაც აუტანლად დამამძიმებლად მეჩვენა. არც ისე ცუდად გვაქვს საქმე ქართველებს, როგორც აქ ჩანს. არც საქართველო და ქართველები ვართ დიდად განსხვავებული სხვებისგან. რას ვიზამთ, სამსახურში პროტექციით მიღებული ხალხი ყველგანაა და არც მაინცადამაინც უარესობისკენ მივდივართ. უბრალოდ ჯერ ისევ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ - სულ ეს არის. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალიზმი და გამოცდილება თანდათან გაიზრდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ სანამ გაიზრდება მანამ არ დაზარალდეს ჩვენს გამო ვინმე.
არის სფეროები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება სჭირდება. გენეტიკურად ცოდნა არავის არ გადაეცემა და ყველაფერი შრომით მოდის. ვინ იცის, იქნებ ჩვენ რომ გვგონია მაგრები ვართ, სხვებიც ანალოგიურად ფიქრობენ ჩვენზე. უსაშველო ნამდვილად არაფერი გვჭირს

კეთილი სურვილებით,
მაია


Direct link Reply with quote
 

-Lika-
Georgia
Local time: 21:29
English to Georgian
+ ...
გვიჭირს ფეხის ადგმა Mar 24, 2008

Maya Gorgoshidze wrote:

...უბრალოდ ჯერ ისევ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ - სულ ეს არის. ...


სანამ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ: ჩავრთე ტელევიზორი და რეკლამაში მოვისმინე, რომ თურმე ეს რეკლამირებული პროდუქტი გამათავისუფლებს, არც მეტი არც ნაკლები, ”ცხიმის დეპოზიტისგან.” წავიკითხე წამლის ინსტრუქცია და აზრის გამოსატანად ისევ ინგლისურ ინსტრუქციას მივუბრუნდი. თან ბოლოში ეწერა, რომ თურმე ”ბლისტერული” შეფუთვით ყოფილა... ისიც კარგია, ჯერჯერობით აფთიაქებში რომ არ გვეკითხებიან ”რამდენი ბლისტერული შეფუთვა გსურთო”... ნეტავ რამდენი დრო დაგვჭირდება სიარულის სასწავლად?


Direct link Reply with quote
 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 21:29
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
:-) Mar 24, 2008

-Lika- wrote:

სანამ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ: ჩავრთე ტელევიზორი და რეკლამაში მოვისმინე, რომ თურმე ეს რეკლამირებული პროდუქტი გამათავისუფლებს, არც მეტი არც ნაკლები, ”ცხიმის დეპოზიტისგან.” წავიკითხე წამლის ინსტრუქცია და აზრის გამოსატანად ისევ ინგლისურ ინსტრუქციას მივუბრუნდი. თან ბოლოში ეწერა, რომ თურმე ”ბლისტერული” შეფუთვით ყოფილა... ისიც კარგია, ჯერჯერობით აფთიაქებში რომ არ გვეკითხებიან ”რამდენი ბლისტერული შეფუთვა გსურთო”... ნეტავ რამდენი დრო დაგვჭირდება სიარულის სასწავლად?



რეკლამაში ”ჩარჯერიც” მომისმენია

-Lika- wrote:

[ნეტავ რამდენი დრო დაგვჭირდება სიარულის სასწავლად?



კარგი კითხვაა


Direct link Reply with quote
 

Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 21:29
Member (2005)
English to Georgian
+ ...
TOPIC STARTER
მაშ! Mar 24, 2008

-Lika- wrote:
ნეტავ რამდენი დრო დაგვჭირდება სიარულის სასწავლად?


სანამ ”ცივილურ” (!!!) საზოგადოებას არ ავაშენებთ!


Direct link Reply with quote
 

Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 21:29
Member (2005)
English to Georgian
+ ...
TOPIC STARTER
ნეტავ! May 4, 2009

ნეტავ ახლა მომაძებნინა ის ”თარჯიმანი”, რომელმაც ქართულად ”თარგმნა” ინდური კომპანია ”ჯინდალის” ორი ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროსთან!
ან ნეტავ შემთხვევით აქ შემოვიდეს და წაიკითხოს: გენაცვალე, სინდისი არა გაქვს?!!!


Direct link Reply with quote
 
Pages in topic:   [1 2] >


To report site rules violations or get help, contact a site moderator:

Moderator(s) of this forum
Maya Gorgoshidze[Call to this topic]

You can also contact site staff by submitting a support request »

ეს უკვე აუტანელი ხდება

Advanced search






Protemos translation business management system
Create your account in minutes, and start working! 3-month trial for agencies, and free for freelancers!

The system lets you keep client/vendor database, with contacts and rates, manage projects and assign jobs to vendors, issue invoices, track payments, store and manage project files, generate business reports on turnover profit per client/manager etc.

More info »
Déjà Vu X3
Try it, Love it

Find out why Déjà Vu is today the most flexible, customizable and user-friendly tool on the market. See the brand new features in action: *Completely redesigned user interface *Live Preview *Inline spell checking *Inline

More info »



All of ProZ.com
  • All of ProZ.com
  • Term search
  • Jobs