გამარჯობა, ნინო 17:19 Jan 10, 2011
ეს ტერმინი კარგადაა აღწერილი ნატალიას მიერ მითითებულ ვებგვერდზე. როგორც ჩანს, ეს არის ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ, რომლის საფუძველზე წყდება დაზღვევის გაცემა ან უარყოფა. ეს არ არის ჩვეულებრივი სამედიცინო ისტორია ან ამონაწერი ანკეტიდან (medical history), არამედ არის ის, რისი ცოდნაც სადაზღვევო კომპანიას სჭირდება დაზღვევის გაფორმებამდე. ალბათ ასე შეიძლება დაიწეროს "სამედიცინო ცნობა დაზღვევის გასაფორმებლად" ან სხვაგვარად. ზოგიერთი კომპანია არ ენდობა სამედიცინო ისტორიას და შემოწმების გავლას ითხოვს, რომლის საფასურს, როგორც წესი, სადაზღვევო კომპანია იხდის, მიუხედავად იმისა გაიცემა თუ არა დაზღვევა. |