კონტექსტის მიხედვით... 15:53 Dec 18, 2009
ეს არის ამოუცნობი ზონა მტრის დისლოკაციის ტერიტორიაზე. თვით ტერმინი "fratricide" (და არა "flatricid"– მე მაინც მართლწერის შეცდომა მგონია) მიანიშნებს, რომ ამ "ზონაში" შეიძლება იყოს საკუთარი და არა მოწინააღმდეგის ძალები. ანუ, ამ ტერიტორიაზე თავდასხმას შეიძლება მოჰყვეს "ძმათა მსხვერპლი". ლოგიკურად ასე უნდა იყოს, ანუ, თუ ნინოს პასუხს გამოვიყენებთ, ეს არის "ძმათა შესაძლო/უნებლიე/შემთხვევითი მკვლელობის ზონა", ან "საკუთარი ჯარის სამხედრო მოსამსახურეთა უნებლიე/შემთხვევითი დაჭრის ან განადგურების ზონა". |