Login or register (free and only takes a few minutes) to participate in this question.
You will also have access to many other tools and opportunities designed for those who have language-related jobs (or are passionate about them). Participation is free and the site has a strict confidentiality policy.
20:18 Apr 29, 2009
This question was closed without grading. Reason: Answer found elsewhere
Georgian to English translations [PRO] Bus/Financial - Law: Contract(s)
არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ... ჩემი აზრით, როცა კოლეგას ამდენ დროს დააკარგინებ, არასწორიც რომ იყოს პასუხი, ასე არ უნდა დახურო კითხვა. მით უმეტეს, როცა პასუხი სწორია.
XXX and YYY shall enter in THIS SALE-PURCHASE AGREEMENT ... ”წინარე” გასაგებია, რომ არამართებულადაა მოცემული - ავტორმა უბრალოდ არ იცის, რომ ”წინარე” კი არა ”წინამდებარე” უნდა დაეწერა.
XXX and YYY hereby enter in the agreement ან XXX and YYY shall enter in the agreement. საერთოდ, ნორმალური ხალხი წერს ჯერ ამას, მერე ახდენს ”ხელშეკრულების” დეფინიცირებას, მხოლოდ რის შემდეგაც იწერება the Agreement/this Agreement. პრობლემის არსი არ მესმის.
არავინ გედავება, ნუ აპროტესტებ. ქართული სიტყვა "წინარე" დამდვილად „ადრინდელს“, ანუ „წარსულში მყოფს“ ნიშნავს.
რაც შეეხება ჩემი რჩევის „ობიექტურ“ ნაწილს, უბრალოდ ზემოთქმულს ვადასტურებ, მაგრამ ვურჩევ, რომ კონტექსტს მიაქციოს ყურადღება, რომ აზრობრივი შეცდომა არ დაუშვას, „წყაროში“ დაშვებული შესაძლო შეცდომის გამო.
P.S. თუ მოწყენილი ხარ, შეგვიძლია ვიდავოთ ;–) (ვხუმრობ)
წინარე და წინამდებარე ნამდვილად სხვადასხვაა რაც და როგორც არ უნდა დავწეროთ ახლა აქ. ანუ, ერთის მაგივრად მეორეს დაწერა არის შეცდომა და ამას ”ობიექტური თქმა”, ჩემი აზრით, არ ესაჭიროება. მე ვერანაირად ვიქნები პასუხისმგებელი უხარისხო ”წყარო”-ტექსტზე. ამასთან, გამომდინარე კითხვიდან, ჩემი პასუხი სწორია.
მეც ზუსტად „წინამდებარეს“ მნიშვნელობით მაქვს ბევრჯერ ნანახი "წინარე", ამიტომ ავტომატურად დავწერე ჩემი პასუხი, მაგრამ ლევანის ვარიანტმა დამაეჭვა და ჩემი ვარიანტი დავმალე.
ობიექტურად რომ ვთქვათ, „წინარე“ უფრო ადრინდელს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ თარგმნე ისე, როგორც კონტექსტი გკარნახობს. თუ ხელშკრულება ჯერ არ გაფორმებულა, ადრინდელი ვერანაირად ვერ იქნება, უფრო "წინამდებარეა".
ძნელი სათქმელია. ან ტექსტშია შეცდომა და უნდა იყოს ”წინამდებარე”, ან არსებობდა რაიმე მოლაპარაკება მხარეებს შორის, როცა ისინი შეთანხმდნენ რაღაც პირობებით ხელშეკრულების დადებაზე (ანუ მიაღწიეს წინარე შეთანხმებას) და ახლა დებენ/აფორმებენ მათ.
ერთი ნამდვილად ვიცი: ”წინარე” და ”წინამდებარე” სხვადასხვაა.
ამდენად, გამოსავალია კითხო დამკვეთს (მხარეს) რას გულისხმობენ - წინარეს თუ წინამდებარეს?
ანუ ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო წინამდებარის/ახლანდელის წინ გარკვეული დროით ადრე. დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულება აუქმებდეს წინარე ხელშეკრულებას.
Automatic update in 00:
Answers
9 hrs confidence:
previous agreement/contract
Explanation: preceding კიდევ სხვაა და აღმატებულებას გულისხმობს.
-------------------------------------------------- Note added at 10 hrs (2009-04-30 07:06:54 GMT) --------------------------------------------------
მაშინ თავიდანვე უნდა მეტი კონტექსტი მივუთითოთ. :-) ანუ, ის ახლაც არაა საკმარისი.