Login or register (free and only takes a few minutes) to participate in this question.
You will also have access to many other tools and opportunities designed for those who have language-related jobs (or are passionate about them). Participation is free and the site has a strict confidentiality policy.
10:04 Nov 21, 2007
Georgian to English translations [PRO] Law/Patents - Law (general) / საპროცესო კოდექსი
Georgian term or phrase:საპროცესო კოდექსი და კანონი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და საპროცესო კანონი სხვადასხვაა? რუსულად процессуальный кодекс -ია? და ინგლისურად?
დილით საკმაოდ განათლებულ იურისტებთან სიტყვამ მოიტანა და მეც ჩემი "კომპეტენტურობა" გადავამოწმე. დამიდასტურეს,რომ საპროცესო კოდექსიც არსებობს და კანონიც. აქ მაიამ არ დამასახელა,მაგრამ ვიტყვი რომ მე მივწერე და მისი პასუხით ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
სწორედ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდიდან გადავედი პარლამენტის ვებგვერდზე, სადაც მოცემულია საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ. ამ დოკუმენტის სისწორეში ეჭვის შეტანა კი, რბილად რომ ვთქვათ...
კომპეტენციის დღევანდელი დონიდან გამომდინარე, არც პარლამენტის საიტი მაკვირვებს. რაც შეეხება გასაყოფს, კარგი იქნებოდა ეს ყველას ესმოდეს და არა მხოლოდ ვერბალურად. მით უმეტეს, თუ ჩემგან მხარდაჭერის და ხელშეწყობის მეტი არაფერს ჰქონია ადგილი.
გუშინ ერთი თარჯიმანი დამიკავშირდა(არ დავასახელებ). მასაც ვუთხარი და მინდა ყველას გასაგებად ვთქვა,რომ პირადულად არაფერი გვაქვს ერთმანეთის საწინააღმდეგო. მხოლოდ იმას ვამტკიცებთ,რაც სწორი გვგონია და ეს ჩვენს ურთიერთობებზე არ ისახება.მგონი ლევანი დამეთანხმება
ლევან, ეს უკვე მართლა მეტისმეტია. ნახე პარლამენტის საიტზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც წერია, კანონიც და კანონმდებლობაც. ნუთუ ეს საკმარისი არ არის? თუ უკან დახევა არ შეგიძლია? ვფიქრობ ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი და ობიექტურობაც არ უნდა დავკარგოთ.
არ ვიცი შენი გაგებით როგორია "ნებისმიერი ნორმალური იურისტი", მაგრამ პარლამენტის ვებგვერდზე გარკვევით წერია: "სისხლის სამართლის საპროცესო კანონი" (იხ. ქვემოთ მუხლი 38.). ნამდვილად ვწყვეტ კამათს.
ნებისმიერი ნორმალური იურისტი იტყვის, რომ საქართველოში ”სისხლის სამართლის საპროცესო კანონი” არ არსებობს და არსებობს მხოლოდ ””სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”.
გარკვევით ბევრი რამ იწერება, მაგრამ ხშირად იწერება სხვაგვარად. მართლაც მოსაბეზრებელია ასეთი დამოკიდებულება. მე მაინც დავწერ იმას, რაც სწორია. და ვინაა კომპეტენტური, ეს დიდი კითხვის ნიშანია.
როცა ითარგმნება იურიდიული ტექსტი, დაუშვებელია სამართლებრივი კონცეფციების ”თარგმნა” ან მორგება ”თარჯეთ” ენის და ქვეყნის შესაბამისად. კოლეგებს ვურჩევ, გაითვალისწინონ.
საერთოდ, პირადად მე, როცა საგანი კარგად არ ვიცი, ვცდილობ არც პასუხი შევთავაზო და არც აზრი გამოვთქვა. ხანდახან კი პირდაპირ ვწერ, რომ სჯობს სხვამ გამოთქვას აზრი.
თუ სათარგმნ მასალას ეჭვქვეშ ვაყენებთ და თუ მართლა აუცილებელია იმის დადასტურება, რომ ორივე ტერმინი არსებობს - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც და საპროცესო კანონიც - იხილეთ ბმული, სადაც წერია:
... საკითხებს დაკავების შესახებ განიხილავს და წყვეტს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი...
დაკავებული უნდა განთავისუფლდეს, თუ:
.......
დ)დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.
....
ახლა რაღას იტყვი, ლევან? არც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდია შენთვის მისაღები?
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან:
მუხლი 16. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი.
მუხლი 19. საოლქო სასამართლოს შექმნის წესი და უფლებამოსილება
...
2. საოლქო სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით, განიხილავს საპროცესო კანონით განსაზღვრულ საქმეებს.
მუხლი 21. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი
საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას; ბ) საპროცესო კანონით დადგენილი წესით ანაწილებს
მუხლი 38. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია
1. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კანონით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია.
მუხლი 44. უზენაესი სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილება
... ბ) საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს ...
მუხლი 87. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების საერთო სასამართლოებისათვის გადაცემის წესი
...
3. ....რომელთა განხილვაც არ დაწყებულა 1997 წლის 15 ოქტომბრამდე, საპროცესო კანონის შესაბამისად გადაეცემა ....
მე მგონი ზემოთ მოცემულ წყაროს (საქართველოს პარლამენტს) დამატება აღარ სჭირდება, მაგრამ აი კიდევ ერთი მაგალითი:
იურიდიული ფაკულტეტი
კერძო სამართლის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაში მისაღები გამოცდისთვის მოსამზადებელი საკითხები.
...........
გ) სისხლის სამართლის პროცესი
1. სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, მისი მოქმედება დროში, სივრცეში და პირთა წრის მიხედვით;
............