Pages in topic:   [1 2] >
ქართული თარგმანის ფასი
Thread poster: -Lika-

-Lika-
Georgia
Local time: 13:21
English to Georgian
+ ...
Apr 11, 2008

გამარჯობათ!

ვიცი ეს ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც უნდა არსებობდეს რაღაც ”სტანდარტი”. პირადად მე კატეგორიულად არ ვიღებ იაფფასიან შემოთავაზებებს, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვებისთვის არამარტო 0,05-0,06 დოლარია მისაღები, არამედ ნაკლებიც რომ გადაუხადონ მაინც კმაყოფილები არიან. რა ხდება, რატომ ვაუფასურებთ ქართულ თარგმანს? ის ხომ ფართოდ გავრცელებულ ენებთან შედარებით გაცილებით მეტი ღირს? დაახლოებით 5 წელია ამ საიტით ვსარგებლობ და ფასების ასეთ ვარდნას აქამდე არასოდეს ჰქონია ადგილი. ნუ ჩამოვწევთ რა საერთაშორისო ფასებს თბილისის თარჯიმანთა ბიუროების ფასებს დონემდე. ნუთუ ამ მხრივ რაიმე დამცავი მექანიზმი არ უნდა არსებობდეს? რა ვიღონოთ? იქნებ რაიმე მოსაზრება გაქვთ?


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:21
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
აბა რა გითხრა, ლიკა Apr 12, 2008

პირადად მე ამ ბოლო დროს, ბოლოსდაბოლოს, ”ჭკუა ვისწავლე” და ვცდილობ ფასები რაც შეიძლება ავწიო. ამას წინათ 0.04 ევროიანი შეთავაზება მივიღე და კატეგორიულად ვთქვი უარი, რადგან ეს ჩემს ფასზე მინიმუმ 2-ჯერ დაბალია. საერთოდ, გასაგები მიზეზის გამო, ვცდილობ მთლიანად ევროზე გადავიდე.

რაც შეეხება ”მექანიზმს”, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა. აქ ჩვენს პროფილებში ფასების მითითება შეიძლება. არა, არ არის აუცილებელი მათი გამოჩენა პროფილზე, მაგრამ მითითებული ფასების საშუალო არითმეტიკულის ნახვა შეიძლება მთავარი მენიუდან ფასების პუნქტზე გადასვლით. კლიენტმა შეიძლება აქედან გაიგოს ფასები ენათა სასუველ წყვილში. ასე რომ, თუ ამ გზით ავწევთ ქართული თარგმანის ფასებს, მე მგონი ურიგო არ იქნება.

მაია


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:21
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
უბრალოდ, არ იციან ფასი Nov 6, 2008

საიტის ახალმა მომხმარებლებმა არ იციან თარგმანის რეალური საერთაშორისო ფასები და წერენ თბილისის ფასებს, ზოგჯერ უფრო დაბალსაც კი.

ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ისე, რომ სხვანაირად არ გაგვიგონ. არადა, ქართული იშვიათ ენებში შედის და მისი ფასი გავრცელებულ ენებზე (მათ შორის რუსულზეც) უფრო მაღალია... კარგი იქნება, ახალმა მომხმარებლებმა რომ დაათვალიერონ ფასები სხვადასხვა ენათა წყვილში, მაგალითად ფრანგულ--გერმანულ--ესპანურ--ინგლისურ და სხვა წყვილებში, მიიღონ ინფორმაცია ფორუმებიდან და დასკვნა გააკეთონ. საკმაოდ პრობლემურია ის, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში თარჯიმნები ძნელად ხვდებიან, რომ საჭიროა საერთაშორისო ფასებზე გადასვლა, როდესაც სამუშაო ინტერნეტით მოდის. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ გაცილებით ნაკლებს ვითხოვთ, ვიდრე შეიძლება ავიღოთ.

სამწუხაროდ, არანაირი მოსაზრება არ გამაჩნია, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველ თარჯიმნებს საჭირო ინფორმაციის მიწოდებაში. ამ ფორუმზეც ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ საიტის საწყის გვერდზე ჩანს, რომ ქართული ფორუმი არსებობს.

თუ რაიმე მოსაზრება გაგაჩნიათ, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი, გთხოვთ გაგვაგებინოთ. იქნებ კიდევ ვცადოთ ერთი პოუვაუს მოწყობა, თუნდაც ონლაინზე.

პატივისცემით,
მაია

[Edited at 2008-11-06 19:52]


 

Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:21
Member (2005)
English to Georgian
+ ...
ჩემი უაზრო აზრი... Nov 7, 2008

წინა ონალინ შეხვედრაზეც დავსვი ეს საკითხი, თუმცა, პასუხი სიჩუმე იყო... მე არ ვმალავ - ჩემი ტარიფი 0.10 ევროა ”სორს” სიტყვაზე და თითქმის არასდროს ვაკლებ. საქართველოში სხვა ტარიფი მაქვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე საუბარი უაზრობაა, სამწუხაროდ.

[Edited at 2008-11-07 11:58]


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:21
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
"იქაური" და ”აქაური” ფასები Nov 7, 2008

მართალია, (თითქმის) ყველა ორნაირ ფასებში ვმუშაობთ - "იქაურში" და ”აქაურში”, მაგრამ მათ შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ არ მინდა ერთმანეთს გაუტოლდესicon_frown.gif

ალბათ მართლაც უაზრობაა ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან არ მინდა ”იქაური” ფასები დავარდესicon_rolleyes.gif იქნებ რამენაირად შევძლოთ საიტის აქტიურ მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარება და ერთად მსჯელობა... იქნებ კიდევ ერთი შეხვედრის მოწყობა ვცადოთicon_confused.gif


 

Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:21
Member (2005)
English to Georgian
+ ...
და კიდევ Nov 20, 2008

ამავე კონტექსტში მინდა შევეხო ე.წ. ,,პოტენციურ პროექტებს”. თითქოს მომრავლდა ასეთები ბოლო დროს. თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის მიერ გუშინ თუ დღეს შემოთავაზებული ,,პოტენციური სამუშაო”. აღსანიშნავია, რომ ხსენებული კოლეგა ცდილობს წაგვართვას ,,ჩვენი პური”. ანუ, ის არ ფლობს ქართულს, თუმცა მითითებული აქვს ჩვენი ენა საკუთარ პროფილში. ფაქტიურად, ის ცდილობს შეასრულოს ,,სააგენტოს როლი”.
ზემოაღნიშნული ,,პოტენციური პროექტით” ის, ჩემი აზრით, ცდილობს გაარკვიოს ტარიფები ჩვენს, ანუ ქართველი თარჯიმნების წრეში. პრინციპში, ის არ არღვევს კანონს და წესებს. მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება არ მივცეთ მას ამის საშუალება (ასევე კანონიერად).

[Edited at 2008-11-20 07:57 GMT]


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:21
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
ალბათ, ჯობს გავაგებინოთ რეალური ფასი Nov 20, 2008

სამუშაოს გამოქვეყნების უფლება ყველას აქვს, წესები არ არის დარღვეული, ხოდა ჩვენც გავაგებინოთ რეალური ფასი და არა ის საწყალი ფასები, ზოგიერთი ჩვენივე კოლეგა რომ თანხმდება. პირადად მე, იმ შემთხვევაში თუ სხვა ენებზე ასეთი მონადირე 0.15 ევროს გადამიხდის სიტყვაში, სიამოვნებით ვუთარგმნიicon_wink.gif

სხვა გზა არ არის, ჩვენვე უნდა დავარეგულიროთ ჩვენი ბაზარი.


 

Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:21
Member (2005)
English to Georgian
+ ...
ნუ... Nov 20, 2008

რა თქმა უნდა. თუმცა, შენც იცი და მეც, რომ არ გადაგიხდის შენი ტარიფით...

 

-Lika-
Georgia
Local time: 13:21
English to Georgian
+ ...
TOPIC STARTER
მაია, მივხვდი რასაც გულისხმობ Nov 20, 2008

Maya Gorgoshidze wrote:

...სხვა გზა არ არის, ჩვენვე უნდა დავარეგულიროთ ჩვენი ბაზარი.


მე 20 ევროცენტი შევთავაზეicon_smile.gif

ლევან, არ გადამიხდის და არც შევეხვეწებიicon_wink.gif

ვიცი, თუ მართლა დასჭირდება ისევ აქ მოაკითხავს ქართველებს და მაინც იპოვნის საკბილოს, მაგრამ ის მე ნამდვილად არ ვიქნები

ლიკა


 

Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:21
Member (2005)
English to Georgian
+ ...
ბოლო მაგალითი Jan 18, 2009

მივიღე შეთავაზება ერთი ჩვენთვის მეტად ახლობელი ერის ქვეყანაში მომუშავე კომპანიისაგან. შევთავაზე 10 ევრო-ცენტი. ეძვირა. ამის მერე არც თუ შორს დაიწყო სხვა თარჯიმნის ძებნა. კოლეგებო, აი მე პატიოსნად ვაცხადებ ამ სიტუაციის შესახებ. ახლა თქვენ იცით...

* შეტყობინება ჩავასწორე ჩვენი მოდერატორის რჩევით/მითითებით.

[Edited at 2009-01-19 09:53 GMT]


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:21
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
მადლობა, ლევან... Jan 19, 2009

...რომ გაითვალისწინე ჩემი თხოვნა და შეასწორე შეტყობინება. საიტის წესების მიხედვით, ჩვენ რ გვაქვს უფლება კონკრეტულად მივანიშოთ კლიენტზე. იხ.: http://www.proz.com/siterules/forum/8#8

რაც შეეხება ფასების დაგდებას, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ იგივე შემოთავაზება მივიღე 5 ცენტად და ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. რა თქმა უნდა, ცივი უარით გავისტუმრე, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაინც მოძებნიდა ვინმეს, ვინც მიუხედავად ტექსტის სპეციფიურობისა (რაც ფასს ისედაც ზრდის) საშუალებას მისცემდა ქართულ და სხვა იშვიათ ენებზე (რომელთა ფასი კიდევ უფრო დიდია) მონადირეებს ესარგებლათ ჩვენი სიბრიყვით.

არანაირი უფლება არ მაქვს გიკარნახოთ, დაგიწუნოთ, ან მოგიწონოთ ფასები. თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ გთხოვთ დაფიქრდეთ... არ მესმის, რატომ უნდა ვაკეთოთ გროშებად ის, რაშიც მეტის აღება შეგვიძლია :–(

P.S. (1) ლევან, ქართული ფორუმის მოდერატორი ქალბატონი გიულია და არა მე; (2) კარგი იქნება, თუ რაიმე გზას გამოვნახავთ იმისთვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებან დაკავშირებით.

[Edited at 2009-01-19 10:41 GMT]


 

Koba67
Local time: 13:21
Italian to Russian
+ ...
ქართული თარგმანის ფასი" Feb 14, 2010

Mogesalmebit,
getanxmebit,aq sakmaod dabali fasebia targmanebze,ar vici albat hgoniat rom es dzalian advili da martivi saqmea... Saqartveloshi anu Tbilisshi,cota rtulia realuri fasebis shenarchuneba... Mosafiqrebelia meqanizmi,ris sashualebitac mtargmnel-tarjimani tavisi shromis shebamis anazgaurebas rom igebdes...

[Редактировалось 2010-02-14 19:50 GMT]


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 13:21
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
გამარჯობა, კობა Feb 15, 2010

გმადლობთ, რომ გამოგვეხმაურეთ. თუ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე იდეა გექნებათ, სიამოვნებით მოგისმენთ.

კეთილი სურვილებით,
მაია


 

maxo127
Local time: 13:21
English to Russian
+ ...
სალამი May 18, 2011

იდეას რაც შეეხება, მთავარი იდეაა ინფორმირებული ვიყოთ. მე მაგალითად 0,04 ცენტი მაქვს "დეკლარირებული" და თან შეშინებული ვიყურები ვინმემ ქვა არ მესროლოს მეთქიicon_smile.gif

ეს კი იმიტომ რომ არა მაქვს წყარო ბაზრის რეალური მდგომარეობის გასაცნობად. ეს ჩემი ბიზნესი არ არის (მე მარტო ძალიან "ეგზოტიკურ" რაღაცებს ვთარგმნი, ძირითადად ტექნიკურს), არც ნაცნობების წრე მყავს, ვისგანაც გავიგებდი.

მე მგონი არ იქნება წესების დარღვევა ერთმანეთს ღიად გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ფასებისა და კრიტერიუმების შესახებ (იმედია ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არ დავარღვევთ ამითicon_smile.gif)). გავაკეთოთ ასე და დარეგულირებაც ეგ იქნება ფასების.

თუ არადა სადმე სხვაგან შეგვიძლია მოვიყაროთ თავი, სადაც ვერავინ ვერაფერს დაგვიშლის. იმავე თბილისის ფორუმზე, ან მეცა მაქვს ფორუმი ჩემს საიტზე, და ა. შ.

მე მაქვს პატარა კალკულატორი ექსელზე, რომლითაც ვითვლი ფასებს, მარა აქ ვერ გავიგე ფაილი როგორ მივაბა, თან ეს ფორუმი რატომღაც პორტუგალიურად აჩვენებს ჩემთან და მაგის რკვევის თავი არა მაქვს ეხლაicon_smile.gif


 

Nola JK
Georgian to English
+ ...
ქართული თარგმანის ფასი May 18, 2011

გამარჯობა მახო,

0.04 ცენტი შესაშინებელი ნამდვილად არ არისicon_smile.gif მე 0.12 ცენტად ვაკეთებ თარგმანებს და ჩემი კლიენტები მეუბნებიან, რომ მსოფლიო ბაზართან შედარებით ჩემი ფასები დაბალიაicon_smile.gif


 
Pages in topic:   [1 2] >


To report site rules violations or get help, contact a site moderator:

Moderator(s) of this forum
Maya Gorgoshidze[Call to this topic]

You can also contact site staff by submitting a support request »

ქართული თარგმანის ფასი

Advanced search






memoQ translator pro
Kilgray's memoQ is the world's fastest developing integrated localization & translation environment rendering you more productive and efficient.

With our advanced file filters, unlimited language and advanced file support, memoQ translator pro has been designed for translators and reviewers who work on their own, with other translators or in team-based translation projects.

More info »
Déjà Vu X3
Try it, Love it

Find out why Déjà Vu is today the most flexible, customizable and user-friendly tool on the market. See the brand new features in action: *Completely redesigned user interface *Live Preview *Inline spell checking *Inline

More info »



Forums
  • All of ProZ.com
  • Term search
  • Jobs
  • Forums
  • Multiple search