Term "investing"
Thread poster: Ia Dzamashvili

Ia Dzamashvili  Identity Verified
United States
Local time: 20:04
Member (2005)
Russian to English
+ ...
Jun 10, 2010

Georgian law on investments contains the following terms: დაბანდება, ინვესტიციების განხორციელება, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელება, ინვესტიციების რეალიზაცია


რა განსხვავებაა ინვესტირებასა და ინვესტიციის/ინვესტიციების განხორციელებას შორის? ჩემი აზრით შინაარსობრივი განსხვავება არაა.

საქმე იმაშია, რომ (ჩემი აზრით) ვინაიდან ინვესტიცია ქართული სიტყვა არაა, ის მოითხოვს ზმნის დამატებას, რათა შევძლოთ მისი უღლება.

მაგალითად, "ინვესტორი არის ის, რომელიც აინვესტირებს საქართველოში" ანუ სტილისტურად გამართულად რომ დავწეროთ - "ინვესტორი არის ის, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში". (თარჯიმანს ქართული სიტყვა (დაბანდება) რომ ეხმარა ამ კანონის გადათარგმნის დროს, ეს პრობლემა აღარ გაჩნდებოდა)

რამდენადაც ვიცი ყველა კანონი გერმანული ან რაიმე სხვა უცხოური კანონიდან ითარგმნება. პრობლემა იმაშია, რომ როცა უკუღმა ითარგმნება უბრალოდ სიტყვა investing in Georgia-ს მაგიერ იყრება სხვა სიტყვებიც, რომელმაც უნდა გადათარგმნოს სიტყვა "განხორციელებაც". აქ აქვს ადგილი სწორედ "lost in translation"-ის საპირისპირო შემთხვევას. განხორციელებას კიდევ თარგმნიან, როგორც: realize, make, carry out. ეს სამივე სიტყვა გარკვეულწილად გამოხატავს "განხორციელებას" მაგრამ როცა ინვესტიციასთან მიდგება საქმე უკვე ზედმეტია, არაა საჭირო მისი თარგმნა და მკითხველს გონია ეს რაღაც სხვა არის და ინვესტინგ-ისაგან განსხვავდება. საქმე იმაშია, რომ რუსულადაც ინვესტინგ-ის ერთ-ერთი თარგმანია осуществлять инвестиционную деятельность, მაგრამ უკუღმა თარგმანში ისევ "ინვესტინგ" უნდა დარჩეს.

ამ კანონის თარგმნის ბევრი ვარიანტი მაჩვენეს და მეკითხებიან რა განსხვავებაა შემდეგს შორის: invest, carry out investments, carry out investment activiteis, realize investments?

I think different translators are telling them different stories or maybe they are stubborn. Once they wrote somehting they want to safe their face and do not want to back off. When they asked me first, I did the same thing, I saw in Georgian "ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში" - I did the same word for word translation. But then realized that stylistically it was wrong in English. However, there are some other translators who tell them that they mean different things. იქნებ მართლა არის განსხვავება?

დიდი დიდი, make investments იყოს დასაშვები.
თქვენ რაიმე გამოცდილება ხომ არ გაქვთ ასეთ შემთხვევაში. მართლა განსხვავებულია ერთმანეთისაგან?


Direct link Reply with quote
 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 05:04
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
ია, Jun 11, 2010

აბსოლუტურად გეთანხმები, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვა–სიტყვით თარგმანი არ ნიშნავს კარგ თარგმანს. რა თქმა უნდა, "ინვესტიცია" სხვა ენიდან შემოსული სიტყვაა და ისეთი ვარიანტების ქართულიდან თარგმნის დროს, როგორიცაა "ინვესტირება", "ინვესტიციების ჩადება", "ინვესტიციების განხორციელება", "კაპიტალის დაბანდება" და ა.შ. არ არის საჭირო "გაფუჭებული ტელეფონივით" ახალი ტერმინების გამოგონება, მითუმეტეს იმ ენაზე საიდანაც ეს სიტყვა შემოვიდა.

ვფიქრობ, ამ ლექსიკონიდან ამოწერილი ვარიანტები დაგაინტერესებს
http://www.en-ge-en.com

invest - [ɪnʹvest] - verb
1. 1) ფულის / კაპიტალის დაბანდება, ინვესტირება; to invest one's money in a business enterprise [in stocks, in bonds, in land] ფულის / კაპიტალის კომერციულ ფირმაში [აქციებში, ობლიგაციებში, მიწის საკუთრებაში] დაბანდება / ჩადება; to invest one's money in shares პაის / წილის შეტანა, მეპაიედ გახდომა; many firms have invested heavily in this project ამ პროექტში მრავალ ფირმას მსხვილი ინვესტიციები აქვს ჩადებული; 2) გადატ. მიძღვნა (˂მი˃უძღვნის), რაიმეში დახარჯვა (დროისა, ენერგიისა და ა.შ.); I have invested a lot of time and energy in this plan ამ გეგმას უამრავი დრო და ენერგია შევალიე; 3) საუბ. რისამე ყიდვა (იყიდის) / შეძენა; რაიმეში ფულის დახარჯვა; to invest in a new hat ახალი ქუდის ყიდვა / შეძენა;
2. 1) ამაღლ. ჩაცმა (˂ჩა˃აცმევს), შემოსვა; გამოწყობა; მორთვა, მოკაზმვა; დაფარვა; to invest smb. with a gown ვინმესთვის კაბის ჩაცმა, კაბაში ვისიმე გამოწყობა; to invest smb. with / in / a robe მანტიით ვისიმე შემოსვა; to invest smb. with glory ხატოვნ. დიდებით ვისიმე შემოსვა, ვისიმე განდიდება; 2) გადატ. გარშემორტყმა (გარს ˂შემო˃არტყამს; გარს ˂შემო˃ერტყმის), მოცვა; to be invested with an air of mystery ʘ საიდუმლოების ატმოსფეროთია გარშემორტყმული, საიდუმლოებითაა მოცული; darkness invests the earth at night ღამით დედამიწას სიბნელე მოიცავს ხოლმე; bliss invested him იგი ნეტარებამ მოიცვა;

investiture - [ɪnʹvestɪtʃə] - noun
1. 1) თანამდებობაზე და ა.შ. (ოფიციალური) დანიშვნა; მფლობელობაში, მემკვიდრეობის უფლებებში და ა.შ. შეყვანა; ინვესტიტურა; 2) მინიჭება, ბოძება (წოდებისა, პრივილეგიისა და ა.შ.);
2. სამოსი; საფარველი;
3. არქ. ფულის და ა.შ. დაბანდება.

investment - [ɪnʹves(t)mənt] - noun
1. ეკონ. 1) კაპიტალდაბანდება, ფულის / კაპიტალის დაბანდება / ინვესტირება; to encourage an investment ინვესტიციების ჩადების წახალისება, ინვესტირებისათვის ხელის შეწყობა; this is a wise investment of money ეს ფულის გონივრული გამოყენებაა; 2) ეკონ. ინვესტიცია, ინვესტირებული / დაბანდებული კაპიტალი; an investment of $10 000 ათი ათასი დოლარის ინვესტიცია; 3) რაშიც ინვესტიციაა ჩადებული / კაპიტალია დაბანდებული; to buy a house as an investment სახლის ყიდვა ფულის დაბანდების მიზნით; 4) საინვესტიციო ხარჯები;
2. შესაძენად სასარგებლო / გამოსადეგი ნივთი;
3. დროის, ენერგიის და ა.შ. (რაიმესათვის) მიძღვნა, დათმობა;
4. უფლებამოსილებებით და ა.შ. აღჭურვა; რისამე მინიჭება / ბოძება; თანამდებობაზე და ა.შ. დანიშვნა;
5. სამხ. ალყა; ბლოკადა;
⌇ investment bank საინვესტიციო ბანკი; investment goods წარმოების საშუალებები; კაპიტალური საქონელი; საინვესტიციო საქონელი.
investor - [ɪnʹvestə] - noun
ინვესტორი, ფულის / კაპიტალის დამბანდებელი; small investors მცირე / წვრილი ინვესტორები (ჩვეულ. კერძო პირები).


Direct link Reply with quote
 


To report site rules violations or get help, contact a site moderator:

Moderator(s) of this forum
Maya Gorgoshidze[Call to this topic]

You can also contact site staff by submitting a support request »

Term "investing"

Advanced search






BaccS – Business Accounting Software
Modern desktop project management for freelance translators

BaccS makes it easy for translators to manage their projects, schedule tasks, create invoices, and view highly customizable reports. User-friendly, ProZ.com integration, community-driven development – a few reasons BaccS is trusted by translators!

More info »
Anycount & Translation Office 3000
Translation Office 3000

Translation Office 3000 is an advanced accounting tool for freelance translators and small agencies. TO3000 easily and seamlessly integrates with the business life of professional freelance translators.

More info »



Forums
  • All of ProZ.com
  • Term search
  • Jobs
  • Forums
  • Multiple search