ბუმის დრო დაბრუნდა სილიკონის ველში. გზატკეცილ 101-ზე მდებარე ოფისები კიდევ ერთხელ გამოიყურება იმედისმომცემად სტარტ-აფ(Start-up) - თათვის. ლამაზ დასასვენებელ სახლების ქირა იზრდება მოთხოვნის შესაბამისად კურორტ ქალაქებში, როგორიცაა მაგალითად ულამაზესი ტაჰო ტბა. ბეი ტერიტორია სამშობლოა ნახევარგამტარების ინდუსტრიის, რომელმაც გამოიწვია კომპიუტერული და ინტერნეტ კომპანიების ზრდა. მისმა შესაძლებლობებმა მრავალი საოცრება მოახდინა, რამაც აგრძნობინა სამყაროს ფუტურიზმი, სენსორული ტელეფონებიდან დაწყებული მონაცემების მყისიერად მოძიების ჩათვლით ათასობით მილით დაშორებულ დიდი ბიბლიოთეკებში. 2010 წლიდან მისი აღორძონება ბიზნეს საქმიანობაში მიუთითებს მის მიმდინარე პროგრეს.
შესაბამისად, შეიძლება გასაკვირი იყოს სილიკონის ველიდან ზოგიერთის მოსაზრება, რომ მდგომარეობა სტაგნაციაშია, და ინოვაციების მაჩვენებელი ათწლეულების განმავლობაში ნელდება. პიტერ თიელი, ფეიფალის (PayPal) დამფუძნებელი და ფეისბუქში პირველი ინვესტიციის გარე წყაროს წარმომადგენელი, ამბობს რომ ამერიკაში ინოვაცია არის "საშინელ სირთულეებსა და მკვდრებს შორის". ყველა სფეროში მოღვაწე ინჟინრებიც იზიარებენ მსგავს იმედგაცრუებას. და ასევე, ეკონომისტთა მცირე, მაგრამ მზარდი ჯგუფი მიიჩნევს, რომ დღევანდელი სიახლეების ეკონომიკური გავლენა შეიძლება გაუფერულდეს წარსულში მიღწეულ წარმატებებთან შედარებით.
[… ]
მსოფლიო მასშტაბით, იაფ გადამამუშავებელ ენერგიაზე მომუშავე ინოვაციების დამკვიდრება ხდება. კომპიუტერებმა დაიწყეს ბუნებრივი ენის გაგებას.ხალხი აკონტროლებს ვიდეო თამაშებს მხოლოდ სხეულის მოძრაობით - ეს არის ტექნოლოგია,რომელმაც შეიძლება მალე ნახოს აპლიკაცია ბიზნესის სამყაროში. სამგანზომილებიან ბეჭდვას შეუძლია ობიექტების ბევრად რთული მატრიქსის შექმნა და შეიძლება მალე გადავიდეს ადამიანის ქსოვილებზე და სხვა ორგანულ მასალებზე.
ინოვაციების მიმართ განმსჭვალულმა პესიმისტმა შეიძლება მიიჩნიოს ეს როგორც"სახვალიო ჯემი". მაგრამ მოსაზრება, რომ ტექნოლოგიით განპირობებული ზრდა უნდა გაგრძელდეს შეუფერხებლად, ან სტაბილურად შემცირდეს, ვიდრე დაექვემდებაროს ნელ-ნელა შემცირებას და მდარე დინებას, ეწინააღმდეგება ისტორიას. ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან ჩად სივერსონი მიუთითებს, რომ ელექტრიფიკაციის პერიოდში პროდუქტიულობის ზრდა მცირე იყო. ზრდა ნელიიყო მნიშვნელოვანი ელექტრული ინოვაციების პერიოდში მე –19 საუკუნის ბოლოს და მე –20 საუკუნის დასაწყისში; შემდეგ კი გაიზარდა.